ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადა მარტივი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადა მარტივი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ფინალში იაპონელ აბესთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

დღეს, მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ეთერ ლიპარტელიანმა პირველ წრეში ნაკლებადცნობილ ანგოლელ ძიუდოისტს სუფთა გამარჯვებით რამდენიმე წამში სძლია და მეორე წრეში გერმანელ შტოლს შეხვდება. ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს.