ეთერ ლიპარტელიანმა და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პარიზის მასტერსი გამარჯვებებით დაიწყეს | ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანმა და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პარიზის მასტერსი გამარჯვებებით დაიწყეს | ძიუდო

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი დაიწყო. 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველი წრის შეხვედრა ფრანგ ვერონიკა მანდენგთან გამართა და მოწინააღმდეგე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ეთერი მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელს შეხვდება. ასევე წარმატებული სტარტი ჰქონდა ტატიანა ლევიცკა-შუკვანსაც. მან პირველ წრეში მონღოლი მეტოქე დაამარცხა და მეორე წრეში გვინეა-ბისაუს ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

გათამაშებას უკვე გამოეთიშა მარიამ ჯანაშვილი (52კგ). დღესვე ტურნირზე ოთხი ქართველი მამაკაცი ძიუდოისტი იასპარეზებს:66კგ – თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა წიფიანი.
73კგ – თორნიკე გვიჭიანი, ალეკო მამიაშვილი.