ეთერ ლიპარტელიანი 22-25 ივნისს მინსკში გასამართ ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს. ევროპის ძიუდოს კავშირიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტსმენთა რეალოკაციის შედეგად, ეთერ ლიპარტელიანი მოხვდა იმ ძიუდოისტთა შორის, რომლებიც ევროპულ თამაშებზე გამოვლენ.
რეიტინგის მიხედვით, ევროპულ თამაშებზე ასპარეზობის უფლება საქართველოს ნაკრების ვაჟებმა ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს, ქალები კი თამაშებს მიღმა იყვნენ დარჩენილნი და მხოლოდ იმ შემთვევაში მიიღებდნენ ლიცენზიას, თუ რეიტინგში მათზე წინ მყოფი ძიუდოისტები რაიმე მიზეზით უარს იტყოდნენ ევროპულ თამაშებში მონაწილეობაზე.
ამგვარად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპულ თამაშებზე ასეთი იქნება –
-60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. – ლუკა მაისურაძე
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია