ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით სერგეენკოს მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
თეა ახვლედიანი, უწყებაში შრომითი მიგრაციის საკითხებს უხელმძღვანელებს.
თეა ახვლედიანი ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით იკავებდა.