ესტონეთში პენსია 8%-ით გაიზრდება
ესტონეთში პენსია 8%-ით გაიზრდება

ესტონეთში პენსია 8%-ით გაიზრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პენსიის ე.წ. ინდექსაციის გზით მოხერხდება.

პენსიის ინდექსაცია ესტონეთში ყოველწლიურად პირველ აპრილს ხდება, რათა შეესაბამებოდეს პროდუქტების ფასებსა და ხელფასის ოდენობას.

2018 წლის 1პირველი აპრილიდან 15-წლიანი სტაჟის მქონე პენსიონერები ესტონეთში 270 ევროს მიიღებენ. 30-წლიანი სტაჟის შემთხვევაში ყოველთვიური პენსია 360 ევრო იქნება.

2018 წელს ესტონეთის ბიუჯეტს პენსიის ინდექსაცია 97,6 მილიონი ევრო დაუჯდა. გაზრდილ პენსიას 375,6 ათასი მოქალაქე მიიღებს.