ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ განხორციელდა
ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ განხორციელდა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის განხორციელდა პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“.

პროექტი გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის ეგიდით; მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ესთეტიკური ღირებულებებისა და კულტურული ფასეულობებისადმი, ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა, ასევე – მოზარდებს შორის მშობლიური ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სიყვარულის გაღვივება.

ღონისძიება გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის
შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების დატვირთვაზე.

აღსანიშნავია, რომ განხორციელდა პროექტის მეორე კომპონენტიც, რომელიც მიეძღვნა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას და გაიმართა „ტალინის ინგლისური კოლეჯის“ ესტონელი მოსწავლეებისთვის. ესტონელი მოზარდები გაეცნენ ცნობილი ქართველი მხატვრის მოღვაწეობას და იხილეს ფილმი მისი ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ.