ესტონეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ქართველი სამხედრები მიიღებენ მონაწილეობას
ესტონეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ქართველი სამხედრები მიიღებენ მონაწილეობას

ესტონეთში მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება, რომელშიც ქართველი სამხედრებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ესტონური მედია იუწყება, მანევრებში სახელწოდებით „გაზაფხულის შტორმი“, სამხედროები 13 ქვეყნიდან ჩაერთვებიან. სამხედრო სწავლება 29 აპრილს დაიწყება და 17 მაისამდე გაგრძელდება.

წვრთნებში მონაწილებს ესთონეთს შეიარაღებული ძალების ქვეითი, საზღვაო და საჰაერო სამხედრო დანაყოფები. მათ შეუერთდებიან ესტონეთში დისლოცირებული ნატოს ტაქტიკური ჯგუფები და მოკავშირე ქვეყნების სამხედროები.

წვრთნებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ფლოტი და ავიაცია. წვრთნების პერიოდში ესტონეთის საჰაერო სივრცეში იფრენენ გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები, ასევე პოლონური მოიერიშეები და ამერიკული ვერტმფრენები.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ბელგიელი, ბრიტანელი, ქართველი, გერმანელი, კანადელი, ლატვიელი, ლიეტუველი, პოლონელი, ამერიკელი, უკრაინელი, ფინელი, ფრანგი და ესტონელი სამხედრო მოსამსახურეები.