ესტონეთში დაწყებულ საერთაშორისო სწავლებაში Siil 2018 მონაწილეობას საქართველოც იღებს
ესტონეთში დაწყებულ საერთაშორისო სწავლებაში Siil 2018 მონაწილეობას საქართველოც იღებს

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში  Siil 2018, რომელიც 2-14 მაისს ჩატარდება, მონაწილეობას 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. სამხედრო მანევრები დაგეგმილია როგორც ესტონეთის, ასევე ლატვიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. ინფორმაციას Estonianworld ავრცელებს.

ესტონელ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 სახელმწიფოს 2 ათასი ჯარისკაცი ჩაერთვება, მათ შორის საქართველოდან.

ესტონეთში ასევე იმყოფებიან ბელგიელი, ბრიტანელი, გერმანელი, დანიელი, ირლანდიელი, კანადელი, ლატვიელი, ლიტველი, პოლონელი, ამერიკელი, უკრაინელი, ფინელი, ფრანგი და შვედი ჯარისკაცები.

სამხედრო სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება და მისი მთავარი დავალება ტერიტორიული თავდაცვის შემუშავებაა.

აღნიშნული წვრთნები ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურია.