ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი იზრდება. მომდევნო წლის დასაწყისიდან ხელფასი თვეში 540 ევრომდე გაიზრდება. ინფორმაციას Delfi -ი ავრცელებს.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზრდება დახმარება, ასევე ანაზღაურება შვებულებისა და დეკრეტის პერიოდში.
ესტონეთში 2012 წელს მინიმალური ხელფასი 290 ევრო იყო, 2013- ში -320, 2018 წელს კი, 500 ევრო. საშუალო ხელფასი ესტონეთში 1200 ევროა.