ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ 261 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ 261 ადამიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა ინფორმაცია.
მისი თქმით, „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
„ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილე პირველ 261 რუს მებრძოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია. აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, მათ ჩაიდინეს სისასტიკე და გაავრცელეს ძალადობა“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
მარგუს ცაჰკნა ასევე აღნიშნავს, რომ ესტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი ადგილი არ არის. მარგუს ცაჰკნას თქმით, ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ესტონეთის კარი დახურული დარჩეს“. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ქვეყნებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.