ესტონეთმა რუსული ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი დაიბარა
ესტონეთმა რუსული ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი დაიბარა

ესტონეთმა პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი დაიბარა. მიზეზი 18 ივნისს რუსული ვერტმფრენის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ესტონეთი ამას მიიჩნევს უკიდურესად სერიოზულ და სამწუხარო ინციდენტად, რომელიც უდავოდ იწვევს დამატებით დაძაბულობას და ის ყოვლად მიუღებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობლების დაშინება და გაიაზროს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის ფასი მაღალია“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.