ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა
ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა

ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსულმა „ილ-96“-ის ტიპის ფართომასშტაბიანმა თვითმფრინავმა, 5 მაისს დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე.

საჰაერო სივრცის დარღვევა კუნძულ ვაინდლოოსთან მოხდა და თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საჰაერო სივრცის დარღვევის დროს არ იყო დამყარებული ორმხრივი რადიოკავშირი ესტონურ მხარესთან.

მსგავსი ფაქტი მიმდინარე წლის თებერვლის თვეშიც მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.