ესტონეთის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის გამო ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

09:23, 01.09.2026

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

როგორც ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა, განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დრონებმა საზღვართან ახლოს იფრინეს და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

მისივე თქმით, ნატო-ს გამანადგურებლები ამარის საჰაერო ბაზიდან რეაგირების მიზნით აფრინდნენ, მოგვიანებით კი ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმეს.

„ნატო-მ სწრაფად და ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზად არის, დაიცვას მოკავშირეების ტერიტორია. მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია და ხაზს უსვამს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა მან აგრესია შეწყვიტოს“, – დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი