ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ესტონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის ძირეულად არაფერი იცვლება იმით, თუ რას უწოდებს რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ესტონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის ძირეულად არაფერი იცვლება იმით, თუ რას უწოდებს რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს

ესტონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის ძირეულად არაფერი იცვლება იმით, თუ რას უწოდებს რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებაზე, სადაც პესკოვმა აღნიშნა, რომ „დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომში გადაიზარდა“.

„ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ არაფერი მოულოდნელი და ახალი ამ განცხადებაში არ არის. ის ფაქტი, რომ, როგორც იქნა, თავად რუსეთი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, კარგია, მაგრამ არსებითად ეს არაფერს ცვლის“, – თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.