ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე უკრაინულმა დრონმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე მოსახლეობისთვის ან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების გარეშე
რამდენიმე უკრაინულმა დრონმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე მოსახლეობისთვის ან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც დღეს ირლანდიის ქალაქ ვიკლოუში გაიმართება.
„რამდენიმე საათის წინ რამდენიმე, სავარაუდოდ, უკრაინული დრონი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ესტონეთი ამისთვის მზად იყო და ნატოს თვითმფრინავები სიტუაციას აკვირდებოდნენ. საბედნიეროდ, ესტონეთის მოსახლეობას ან ესტონეთის ტერიტორიას ზიანი არ მიდგომია“, – განაცხადა პევკურმა.
ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა „უკრაინის მხარდაჭერისა და მისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფის“ მნიშვნელობას.