ესტონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავასადმი განაჩენის გამოტანას შეშფოთებით ადევნებენ თვალს

15:50, 12.02.2020

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საკითხს ეხმაურება.

ესტონეთის საგარეო უწყება აზიარებს გიგი უგულავასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ განაჩენის გამოტანას შეშფოთებით ადევნებს თვალს.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ძალიან საჭიროა.

მსგავსი