ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვულოცავთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, დიდებული სამუშაოა შესრულებული ამ ორი ქვეყნის მიერ
ვულოცავთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. დიდებული სამუშაოა შესრულებული ამ ორი ქვეყნის მიერ და ეს დიდი ნაბიჯია ხალხისთვის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ „ტვიტერშია“ აღნიშნული.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
Congratulations to #Georgia 🇬🇪 & #Bosnia and Herzegovina 🇧🇦!
Great job done by the two countries & a big step for the people. https://t.co/TYQkmiZCpj
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) December 14, 2023