ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ესტონეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

15:04, 23.03.2020

ესტონეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მუდმივად იქნება ფოკუსირებული საქართველოში მიმდინარე აგრესიაზე. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. დიპლომატის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აფხაზეთში ჩატარებული ფიქტიური არჩევნები არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის უნდა იქნას განხილული როგორც რუსეთის მზარდი ჰიბრიდული საქმიანობა და გავლენა საქართველოს წინააღმდეგ, რაც მოიცავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ ხაზზე სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესებას, საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს და დეზინფორმაციის სულ უფრო ინტენსიურ კამპანიებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი