ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უცხოური აგენტების კანონით საქართველო ევროკავშირისკენ კი არ მიდის, პირიქით, კანონი მიმართულების შეცვლის სიმბოლოა, რაც მოიტანს შედეგებს
უცხოური აგენტების კანონით საქართველო ევროკავშირისკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო.
„ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო ევროკავშირისკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით. კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Masks have fallen. With foreign agents law, #Georgia 🇬🇪 is not moving towards the European Union 🇪🇺, but the other way around.
The law is a symbol of change of direction & it will bring consequences. This is what I stressed when talking to @Monocle_Radio.https://t.co/OhoqiWfHb6
— Margus Tsahkna (@Tsahkna) June 5, 2024