ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მშვიდობიანი მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“`კანონი არ არის გზა ევროკავშირისკენ
დღეს ესტონეთი აღნიშნავს ევროკავშირში 20 წლის იუბილეს და ღრმა იმედგაცრუებით დავინახეთ, რომ საქართველომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მოწოდებებისა, არ გაეკეთებინა ეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობიანი მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობა და ეს კანონი არ არის გზა ევროკავშირისკენ“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Today marks Estonia’s 20 years in EU & with deep disappointment we saw #Georgia passing the „transparency on foreign influence“ draft law in 2nd reading despite the calls not to.
Violence against peaceful protesters & this law is not a way to the European Union.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) May 1, 2024