ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ესტონეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, დროა, ევროპა გააქტიურდეს
ესტონეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, დროა, ევროპა გააქტიურდეს, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
მისივე თქმით, რუსეთი თუ ბრძოლას შეწყვეტს ბრძოლას, არ იქნება ომი.
„ერთადერთი დაბრკოლება მშვიდობისკენ პუტინის გადაწყვეტილებაა, განაგრძოს აგრესიული ომი. რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, არ იქნება ომი. უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, არ იქნება უკრაინა. ესტონეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. დროა, ევროპა გააქტიურდეს“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
The only obstacle to peace is Putin’s decision to continue his war of aggression.
If Russia stops fighting, there will be no war.
If Ukraine stops fighting, there will be no Ukraine.Estonia’s 🇪🇪support to Ukraine 🇺🇦 remains unwavering. Time for Europe to step up. pic.twitter.com/KXHn2fm8CN
— Margus Tsahkna (@Tsahkna) February 28, 2025