ესტონეთის საელჩო - ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში
ესტონეთის საელჩო - ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საელჩო აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ვითარებას.

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.