ესტონეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის ელექტროველოსიპედი აჩუქა
ესტონეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის ელექტროველოსიპედი აჩუქა

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ელექტროველოსიპედი აჩუქა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული საჩუქარი ზელენსკიმ ესტონეთში ვიზიტისას მიიღო.

ველოსიპედის ფოტო ესტონეთის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ლაური ბამბუსმა „თითერში“ გამოაქვეყნა.

„განსაკუთრებული დიზაინითა და მეგობრებზე ფიქრებით – ელეტროველოსიპედი „ამპერი“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ვლადიმირ ზელენსკის“, – აწერია ველოსიპედს, წარწერას თან ახლავს უკრაინისა და ესტონეთის დროშებიც.

აღსანიშნავია, რომ სერიალის „ხალხის მსახურის“ მთავარი გმირი, პრეზიდენტი ვასილი გოლობოროდკო, რომლის როლიც ვლადიმირ ზელენსკიმ შეასრულა, სამსახურში სწორედ ველოსიპედით დადის. 13 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და სერიალის ერთ-ერთმა სცენარისტმა იური კოსტიუკმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინაში „ისეთი სიტუაცია არ არის, რომ პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, ველოსიპედით იაროს“.