ესტონეთის პრეზიდენტი - დასავლეთმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს
ესტონეთის პრეზიდენტი - დასავლეთმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს

დასავლეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა გამოცემა New Eastern Europe-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დაივიწყოს, თუ რა ხდება უკრაინაში.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდება იქ. ეს არის ომი და ჩვენ მას ომი უნდა ვუწოდოთ“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

„არსებობს რისკი, რომ შევეგუოთ მას, რაც იქ ხდება, არ მოვახდინოთ სათანადო რეაგირება და დავიწყოთ საუბარი ჩვეულებრივი ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ჩვენ იგივე შეცდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავუშვით და ის არ უნდა გავიმეოროთ. საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, არამედ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას – ვუპასუხოთ დარტყმას, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების არქტექტურას ლახავს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.