ესტონეთის პრემიერი - 13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო
ესტონეთის პრემიერი - 13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო

13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ამ დრომდე არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში. მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო. რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზემოქმედება, არასდროს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.