ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – პუტინის შეკავებაში წარუმატებლობა თავდაცვის ხარჯების დაფარვაზე მეტი დაჯდება

01:30, 04.07.2026

პუტინის შეკავებაში წარუმატებლობა თავდაცვის ხარჯების დაფარვაზე მეტი დაჯდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღანელის თქმით, კითხვა აღარ არის ის, უნდა გააკეთოს თუ არა ევროპამ მეტი საკუთარი უსაფრთხოებისთვის, კითხვა ისაა, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ამის გაკეთება, რადგან უფრო ძლიერი ევროპა ნიშნავს უფრო ძლიერ ნატო-ს.

მიხალის თქმით, დედაქალაქები უფრო მეტად უნდა იყვნენ შეშფოთებულნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეკავების შეუძლებლობის ხარჯებზე.

„პასუხი იზომება არა მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტებით, არამედ დაკარგული სიცოცხლეებით, დასუსტებული უსაფრთხოებით, დარღვეული ეკონომიკებითა და მშვიდობის აღდგენის ფასით. დღეს შეკავებაში ინვესტირება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხვალ აგრესიის შედეგების გადახდა. მხოლოდ გასულ წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები 20 პროცენტით გაზარდეს – წინა წელთან შედარებით 139 მილიარდ დოლარზე მეტით. ჩვენ ეს ინვესტიციები იმიტომ არ განვახორციელეთ, რომ გვინდოდა. რუსეთმა გვაიძულა ამის გაკეთება“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთი თავდაცვაში მშპ-ის 5 პროცენტზე მეტს დებს და ნატო-ს სხვა მოკავშირეებსაც მოუწოდებს, იგივე რაც შეიძლება მალე გააკეთონ.

მსგავსი