ესტონეთის პრემიერი - ნატო-მ უნდა გააგრძელოს იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის ზეწოლას, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა
ესტონეთის პრემიერი - ნატო-მ უნდა გააგრძელოს იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის ზეწოლას, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა

ნატო-მ უნდა გააგრძელოს იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის ზეწოლას, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა​ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე.

როგორც კალასმა განაცხადა, ესტონეთი კვლავ განაგრძობს ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებას და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვის სფეროს დაფინანსებაზე დაიხარჯება.

„შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები და ალიანსის კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების განმტკიცება. ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამხედრო მზადყოფნა გაძლიერდება. არავის ეპარება ეჭვი, რომ ნატო დარჩება ტრანსატლანტიკური ერთობისა და უსაფრთხოების საყრდენად. ნატო უნდა იყოს ფხიზლად რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინაშე. ბოლოდრინდელი სამხედრო მობილიზაცია უკრაინასა და უკრაინის გარშემო, რუსეთის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიწაზე განხორციელებული ოპერაციები ძალზედ შემაშფოთებელია. ამიტომ, ნატო-მ უნდა გააგრძელოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის ზეწოლას, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.