ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა, თუმცა მასში შემავალმა მარგუს ცაჰკნას პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო

18:00, 20.10.2025

ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიამ „ესტონეთი 200“ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. პარტიამ ტალინში ხმების – 1.2%-ის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 1.7%-ის მიღება შეძლო. ბარიერის გადალახვა პარტიამ მხოლოდ ტარტუში მოახერხა.

არჩევნები ქვეყნის 79 მუნიციპალიტეტში გაიმართა და პირველ ადგილზე საარჩევნო კოალიციები გავიდნენ ხმათა 23.87%-ით, მეორე ადგილზეა მმართველი „ესტონეთის ცენტრისტული პარტია“ – 21.11%, ხოლო მესამე ადგილი „მამულმა“ მოიპოვა – 18.56%-ით.

საერთო ჯამში, 5%-იანი ბარიერი, კიდევ სამმა – ესტონეთის რეფორმების პარტიამ, სოციალ-დემოკრატიულმა, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გადალახეს.

რაც შეეხება დედაქალაქ ტალინს, 79-მანდატიან საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილის მოპოვება მმართველმა „ესტონეთის ცენტრისტულმა პარტიამ“ შეძლო და 32 ადგილი ექნება, პარტია „ესტონეთის რეფორმას“ კი – 17. 9-9 ადგილი მოიპოვეს ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა. კონსერვატიულ სახალხო პარტიას კი ხუთი მანდატი ექნება.

მსგავსი