ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონში პიტ ჰეგსეტს შეხვდნენ
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონში პიტ ჰეგსეტს შეხვდნენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები – ჰანო პევკური, ანდრის სპრუდსი და დოვილე შაკალიენე პენტაგონის ხელმძღვანელს, პიტ ჰეგსეტს პენტაგონში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს.

განხილვის მთავარი თემა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება იყო.

ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრებისა და ჰეგსეტის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

„შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში მრავალი პასუხისმგებლობა აკისრია, მათ შორის ჩვენი სამშობლოს დაცვა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ომის პრევენცია. სწორედ ამიტომ ევროპის ლიდერობა საკუთარი კონტინენტის დაცვაში დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა შეხვედრისას ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ძალისხმევა ახალ სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადების მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდასხმების შეკავებისა და მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის.