ესტონეთი: ტალინში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ბინა 4 მილიონ ევროდ გაიყიდა
„ვოლტა სკაის“ B კორპუსი, რომელშიც ერთ-ერთი ბინა 4 მილიონ ევროდ გაიყიდა
ტალინში მდებარე ბინა, რომელიც 4 მილიონ ევროდ გაიყიდა, გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის უძრავი ქონების ბაზარზე რეკორდული ღირებულების ტრანზაქციის საგანი გახდა.
საუბარია 340 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე, რომელსაც ჩრდილოეთ ტალინში, „ვოლტა სკაის“ კომპლექსში, მთელი სართული უკავია.
როგორც დეველოპერული კომპანია „ენდოვერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, როულ ტუტმა განაცხადა, ეს გარიგება აჩვენებს, რომ ესტონეთის „უძრავი ქონების ბაზარი, რთულ პერიოდშიც კი, ერთ ადგილზე არ დგას“.
ბინის ინტერიერის არქიტექტურა მყიდველის პირადი სურვილების მიხედვით შეიქმნა. მას აქვს თითქმის 300 კვადრატული მეტრი ფართობის ტერასა, საიდანაც იშლება ხედები ძველ ქალაქსა და ტალინის ყურეზე.
უძრავი ქონების პორტალ Citify-ს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტალინის ახალაშენებული ბინების ბაზარზე აქტივობა ოდნავ გაიზარდა. 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე ტალინის ახალ კომპლექსებში სულ 825 გარიგება გაფორმდა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 724-ს შეადგენდა.
მიმდინარე წელს ესტონეთში უკვე დარეგისტრირდა გარიგებები 1 მილიონ ევროდ ან უფრო ძვირად შეფასებულ 14 უძრავი ქონებაზე.
სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)
ფოტოს ავტორი: დეველოპერული კომპანია „ენდოვერი“