ესტონეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა
ესტონეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა

ესტონეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. უფასო სერვისით სარგებლობა ქვეყნის 15 რეგიონიდან 11-ში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები ივლისის დასაწყისიდან ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესს“ ესტონეთის ეკონომიკის მინისტრმა მიაწოდა.

როგორც მთავრობა ამბობს, ამ სიახლის მიზანი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ხელშეწყობაა, რათა მათ სახლები არ მიატოვონ და ქალაქში არ გადავიდნენ საცხოვრებლად.

ამასთან ერთად, მთავრობა გარემოზეც ზრუნავს, რადგან ტალინში ფიქრობენ, რომ მოქალაქეები მანქანით გადაადგილებაზე უარს იტყვიან და ავტობუსებით იმგზავრებენ.

2017 წელს ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საწვავის ხარჯვის დონე 2012 წლის ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ მოქალაქეებს ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალებები გამოიყენონ“,- აცხადებენ ესტონეთის მთავრობაში.

ტალინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2013 წლიდან უფასოა.