ესტონეთი NATO-ს ბატალიონისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 21 მილიონ დოლარს დახარჯავს
ესტონეთი NATO-ს ბატალიონისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 21 მილიონ დოლარს დახარჯავს

ესტონეთი NATO-ს ბატალიონისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 21 მილიონ დოლარს დახარჯავს.

ქალაქ ტაპაში ორი ოთხსართულიანი ყაზარმის, რამდენიმე დამხმარე ნაგებობებისა და მძიმე ტექნიკის გასაჩერებელი ანგარების მშენებლობა იგეგმება.

ინფორმაციას სამშენებლო კომპანია Nordecon-ი ავრცელებს. სწორედ ეს კომოანი ააშენებს სამხედრო ბაზას, სადაც მრავალეროვნული ბატალიონი განთავსდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამშენებლო სამუშაოები 11 თვეს გასტანს.

NATO-ს მრავალეროვნული ბატალიონი ესტონეთში წელს აპრილში განალაგეს. მის შემადგენლობაში 1000 სამხედრო მოსამსახურეა გაერთიანებული. ტაპაში მდებარე სამხედრო ბაზაზე განთავსებულია მძიმე ტექნიკაც.