ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან
ბალტიის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წარმატებული შეკავების შემდეგ, 15 მაისიდან სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილება აღდგება.
ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ.
ასევე, როგორც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ შეაკავა კოორნავირუსის გავრცელება და ისინი ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებს ენდობიან.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, ესტონეთში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
Considering the successful containment of #COVID19 across Baltics, in call with @ratasjuri and @Skvernelis_S agreed on opening of internal Baltic borders from May 15 and free movement of our citizens. The citizens arriving from other countries have to obey 14 day self-isolation.
— Krišjānis Kariņš (@krisjaniskarins) May 6, 2020