ესტონელმა ევროპარლამენტარმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
ესტონელმა ევროპარლამენტარმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ესტონელი დეპუტატი წერს, რომ ნობელის პრემიაზე კანდიდატის წარსადგენად ევროპარლამენტარის უფლებამოსილება გამოიყენა.

„მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს კანდიდატი წარადგინა, მაგრამ როგორც ვიცით, რაც უფრო მეტი განმცხადებელია, წარმატების მით მეტი ალბათობაა. როდესაც კანდიდატი წარვადგინე, განაცხადში შემდეგნაირად დავასაბუთე, რომ ეს კანდიდატი შესაფერისია: „დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომლის ადმინისტრაციას არანაირი ომი არ დაუწყია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით დაიდო რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, – წერს იააკ მადისონი.

Seoses asjaoluga, et nominente Nobeli rahupreemiale saavad esitada ka parlamentide liikmed, siis kasutasin seda…

Posted by Jaak Madison on Sunday, January 31, 2021