ESPN - პსჟ-ს თომას ტუხელი ჩაიბარებს
ESPN - პსჟ-ს თომას ტუხელი ჩაიბარებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი გახდება.

რამდენიმე კვირის წინ, პსჟ-ის პრეზიდენტს ნასერ ალ ჰელაიფის ანტონიო კონტესთან კონტაქტი ჰქონდა, ხოლო სპორტულ დირექტორს ანტერო ენრიკეს მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკას („შახტარი“) ან ლეონარდო ჟარდიმის („მონაკო“) მიწვევა უნდოდა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება პირადად ყატარის ემირმა მიიღო, რომელმაც პარიზულ კლუბში მუშაობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატად ტუხელი მიიჩნია, – იტყობინება ESPN.

გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ტუხელის, როგორც დიდი ტაქტიკოსის რეპუტაცია. გარდა ამისა, გერმანელი კარგად ლაპარაკობს ფრანგულად.

თომას ტუხელის ბოლო კლუბი „დორტმუნდი“ იყო, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დატოვა.