ავტორიტეტულმა ინტერნეტ-გამოცემა ESPN-მა, იმ სპორტსმენთა რეიტინგი შეადგინა, რომლებიც 2018 წელს, სპორტის საკუთარ სახეობებში დომინირებდნენ.
კლასიფიკაციას სათავეში ამერიკელი ტანმოვარჯიშე, სიმონა ბაილსი ჩაუდგა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტური პირველობა მოიგო, აშშ-ის ნაკრებს გუნდური ტიტულის აღებაში დაეხმარა, ცალკეულ დისციპლინებში კი კიდევ ოთხი მედალი მოიპოვა.
2018 წლის ყველაზე დომინანტი სპორტსმენების ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. სიმონა ბაილსი (ტანვარჯიში)
2. ელიუდ კიპჩოგე (მძლეოსნობა)
3. დანიელ კორმიე (MMA)
4. არია ჯუტანუგარნი (გოლფი)
5. კეტი ლედეკი (ცურვა)
6. ქლოე კიმი (სნოუბორდი)
7. ბრიანა სტიუარტი (კალათბურთი)
8. ლუკა მოდრიჩი (ფეხბურთი)
9. სიმონა ჰალეპი (ჩოგბურთი)
10. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი)
11. იუძურუ ჰანიუ (ფიგურული ციგურაობა)
12. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1)
13. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)
14. მუკი ბეტსი (ბეისბოლი)
15. დრიუ ბრისი (ამერიკული ფეხბურთი)
16. ჯასტიფაი (დოღი)
17. ალექსანდრ ოვეჩკინი (ჰოკეი)
18. პატრიკ მაჰომსი (ამერიკული ფეხბურთი)
19. ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი)
20. მაიკ ტრაუტი (ბეისბოლი)