ტელეკომპანია ESPN-მა ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონია (The 2022 ESPY Awards) ჩაატარა და გასული წლის საუკეთესოები ათლეტები გამოავლინა.
როგორც წესი, ძირითად ნომინაციებში ამერიკელი სპორტსმენები ჯილდოვდებიან, თუმცა იყო ნომინაციები უცხოელებისთვის.
The 2022 ESPY Awards-ის ლაურეატები:
საუკეთესო სპორტსმენი (კაცი) – შოჰეი ოჰტანი (ბეისბოლი)
საუკეთესო სპორტსმენი (ქალი) – კეტი ლედეკი (ცურვა)
საუკეთესო დაბრუნება – კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი)
საუკეთესო მომენტი – მეგან რაპინოს გოლი კუთხურიდან
საუკეთესო გუნდი – გოლდენ სტეიტი (NBA)
საუკეთესო ოლიმპიელი (ქალი) – კეტი ლედეკი (ცურვა)
საუკეთესო ოლიმპიელი (კაცი) – კალებ დრესელი (ცურვა)
საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი (კაცი) – კილიან მბაპე (პსჟ)
საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი (ქალი) – სემ კერი (ჩელსი)
NHL-ის (ჰოკეი) საუკეთესო მოთამაშე – კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)
საუკეთესო ავტომრბოლი – კაილ ლარსონი (NASCAR)
საუკეთესო კაცი კალათბურთელი (NBA) – სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)
საუკეთესო ქალი კალათბურთელი (WNBA) – კენდის პარკერი (ჩიკაგო)
საუკეთესო მოკრივე – ტაისონ ფიური
MMA-ის საუკეთესო მებრძოლი – ჩარლზ ოლივეირა
საუკეთესო ჩოგბურთელი (კაცი) – რაფაელ ნადალი
საუკეთესო ჩოგბურთელი (ქალი) – ემა რადუკანუ
MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელი – კარლოს ველა (ლოს ანჯელესი)
არტურ ეშის პრიზი – ვიტალი კლიჩკო