ESPN-მა მიმდინარე სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა ინგლისის პრემიერლიგის 2023-24 წლების სეზონის იმედგაცრუებათა სიმბოლური ნაკრები.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰყავთ – ოთხ-ოთხი ფეხბურთელი.
მეკარე – ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი);
მცველები – რის ჯეიმსი (ჩელსი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), მარკ კუკურელია (ჩელსი);
ნახევარმცველები – ენცო ფერნანდესი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), მეისონ მაუნტი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი);
ფორვარდი – მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი).