ESPN-ის გამოკითხვით, ნიკოლა იოკიჩი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა 2024-25 წლების სეზონის წინ გამოკითხვა ჩაატარა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად.
ხმის მიცემაში მონაწილეობდა 18 მწვრთნელი, სკაუტი და მენეჯერი.
„დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას 15 ხმა მისცეს. მეორე იყო „დალასის“ მცველი ლუკა დონჩიჩი (2 ხმა). ერთი ხმა მიიღო „მინესოტის“ მცველმა ენტონი ედვარდსმა.
მომავალი სეზონის MVP-ს პრიზისთვის ბრძოლაში უპირატესობა მიანიჭეს შეი გილჯეს-ალექსანდერს (ოკლაჰომა, 7 ხმა). შემდეგ მოდიან: ლუკა დონჩიჩი (დალასი, 5), ენტონი ედვარდსი (მინესოტა, 2), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი, 2) და ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი, 2).