ESPN-ის ცნობით, ბეჟანიშვილი „ლეიკერსთან“ ივარჯიშებს [ვიდეო] #1TVSPORT
29 ივლისს NBA-ის დრაფტი გაიმართება, სადაც ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას – გიორგი ბეჟანიშვილი და სანდრო მამუკელაშვილი.
ESPN-ის ჟურნალისტი NBA-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ილინოისის“ ყოფილი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი ოთხშაბათს, 7 ივლისს „ლეიკერსთან“ ივარჯიშებს.
„ლიგის წყაროს ცნობით, გიორგი ბეჟანიშვილი ოთხშაბათს, 7 ივლისს „ლეიკერსში“ ივარჯიშებს. 206 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელის ხელების გაშლის სიგრძე 219 სანტიმეტრია და მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში“.
22 წლის კალათბურთელი დაცვაში თამაშით გამოირჩევა, რაც მან წინა სეზონში არაერთხელ დაამტკიცა.