ESPN-ის ცნობით, ბეჟანიშვილი „ლეიკერსთან“ ივარჯიშებს [ვიდეო] #1TVSPORT 

00:06, 07.07.2021

29 ივლისს NBA-ის დრაფტი გაიმართება, სადაც ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას – გიორგი ბეჟანიშვილი და სანდრო მამუკელაშვილი.

ESPN-ის ჟურნალისტი NBA-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ილინოისის“ ყოფილი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი ოთხშაბათს, 7 ივლისს „ლეიკერსთან“ ივარჯიშებს.

„ლიგის წყაროს ცნობით, გიორგი ბეჟანიშვილი ოთხშაბათს, 7 ივლისს „ლეიკერსში“ ივარჯიშებს. 206 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელის ხელების გაშლის სიგრძე 219 სანტიმეტრია და მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში“.

https://twitter.com/NotoriousOHM/status/1412109492972515329

22 წლის კალათბურთელი დაცვაში თამაშით გამოირჩევა, რაც მან წინა სეზონში არაერთხელ დაამტკიცა.

მსგავსი