ესპანურმა „ბასკონიამ“ მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა #1TVSPORT
ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა „ბასკონიამ“ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ევროლიგის 2025/2026 წლის სეზონის განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უკანახაზელი, 16 წლის მათე ხატიაშვილი შეიყვანა.
ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ხატიაშვილი „ბასკონიის“ რიგებში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონკრეტული მატჩისთვის, ევროლიგის რეგლამენტით, გუნდს განაცხადში მყოფი 19 კალათბურთელიდან 12-ის გამოყენების უფლება აქვს.
ახალ სეზონში ევროლიგაზე „ბარსელონას“ რიგებში ვიხილავთ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, ხოლო ნაკრების ლეგიონერი კამარ ბოლდუინი მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ევროლიგის სეზონი 30 სექტემბერს დაიწყება. „ბასკონიის“ პირველი მეტოქე „ოლიმპიაკოსი“ იქნება, „ბარსელონა“ „აპოელ თელ-ავივს“ შეხვდება, ხოლო „ბაიერნი“ – „პანათინაიკოსს“.