ესპანურმა AS-მა „რეალის“ ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ფორვარდი გამოავლინა #1TVSPORT
ესპანურმა გაზეთმა AS-მა მადრიდის „რეალის“ ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ფორვარდის სია შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:
ნიკოლა ანელკა
ანტონიო კასანო
ხავიერ სავიოლა
ლუკა იოვიჩი
ედვინ კონგო
მანუელ კანაბალი
პერიცა ოგნენოვიჩი
ელვირ ბალჟიჩი
პიტერ დუბოვსკი
ფედერიკო მაგალიანესი
სიაში მოთამაშეთა დიდი ნაწილი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდანაა, რაც ამტკიცებს, რომ ეს „რეალის“ ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ფორვარდების ძიების მხრივ.
საინტერესოა, რომ ერთადერთი მოთამაშე, რომელიც დღევანდელი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ეპოქაში გაიფორმეს, ლუკა იოვიჩია. სერბი მადრიდში „აინტრახტიდან“ 64 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ „რეალში“ მისი კარიერა ვერ შედგა.
ასევე საინტერესოა ის, რომ ჟურნალისტებმა დაინდეს მარიანო დიასი, რომელმაც კლუბში გატარებული ოთხწლინახევრის განმავლობაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.