ესპანური რადიო - ევროთასების პლეიოფი ერთმატჩიანი ფორმატით გაიმართება
ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) და უეფა მივიდნენ შეთანხმებამდე – როგორ და რა ფორმით დაასრულონ წლევანდელი სეზონი. ეს ინფორმაცია რადიო „კადენა სერმა“ (Cadena Ser) გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ყველა ეროვნული ჩემპიონატი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ დასრულდება. მატჩები ევროტურნირების განახლებამდე ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა აგვისტოში განახლდება, ასევე მაყურებლების გარეშე. ამასთან, მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩის ფორმატში გაიმართება ნეიტრალურ მოედანზე.
ახალი სეზონის დაწყება სექტემბერში იგეგმება.