ესპანური პრესა - ტიაგო ალკანტარა ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან
ესპანური პრესა - ტიაგო ალკანტარა ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა უახლოეს დროში „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება.

ესპანური გამოცემა „სპორტის“ ცნობით, კლუბსა და 29 წლის ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია.

„ბაიერნი“ ესპანელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს. „ლივერპულს“ არ სურს ამ თანხის ერთშაბად გადახდა და ამ საკითხზე აქვს უთანხმოება გერმანიის ჩემპიონთან.

ალკანტარას კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წელს იწურება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღარ გააგრძელებდნენ თანამშრომლობას.

ამ სეზონში ალკანტარამ 35 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი და ორი შედეგიანი პასი მიითვალა.