პარი სენ-ჟერმენი თავს იზღვევს იმ შემთხვევისთვის, თუ კილიან მბაპე ან ნეიმარი კლუბს დატოვებენ. ამ ფეხბურთელების გადაბირება მადრიდის რეალს სურს.
როგორც გაზეთი „ასი“ (AS) წერს, ანტუან გრიზმანი პრიორიტეტული ვარიანტია პსჟ-ის ლიდერთა შეცვლისთვის. მისთვის პარიზელებს 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ – ასეთია მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდის გამოსასყიდი თანხის ოდენობა.
პარი სენ-ჟერმენის სათადარიგო ვარიანტია ქარიმ ბენზემა, მაგრამ იმავე „ასის“ ინფორმაციით, რეალთან უფრო რთულია მოთამაშის ღირებულებაზე გარიგების მიღწევა.
საფრანგეთის ჩემპიონმა, შესაძლოა, მბაპე ან ნეიმარი ფინანსურ „ფეარ პლეისთან“ დაკავშირებული პრობლემების გამო გაყიდოს.