ესპანური პრესა - ნეიმარი „რეალში“ გადასვლას დათანხმდა
ესპანური პრესა - ნეიმარი „რეალში“ გადასვლას დათანხმდა

ესპანურ პრესაში კიდევ ერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს ნეიმარს, რომელიც ზაფხულში ბარსელონადან პარიზში 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ისევ სურს ესპანეთში დაბრუნება. ამჯერად, ბრაზილიელის შესახებ ახალი ინფორმაცია Diario Gol-მა გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელმა თანხმობა განაცხადა 2019 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალში” გადასვლაზე, რათა მანამდე მოასწროს ფრანგულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.

თავის მხრივ, “რეალის” წარმომადგენლები უკვე ცდილობენ დაიწყონ მოლაპარაკებები “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან.