ესპანური გამოცემა - საჯარიმოში აფეთქებები მიქაუტაძის განსაკუთრებულ ნიჭზე მიანიშნებდა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - საჯარიმოში აფეთქებები მიქაუტაძის განსაკუთრებულ ნიჭზე მიანიშნებდა #1TVSPORT

„ვილიარეალის“ და საქართელოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქუტაძის შესახებ წერილს გამოცემა El Periódico Mediterráneo აქვეყნებს.

„14 წლის ასაკში „ლიონმა“ დაბალი სიმაღლის გამო უარი თქვა ჟორჟ მიქაუტაძეზე, რომელიც გასულ ზაფხულს „ვილარეალს“ რეკორდული შენაძენის სახით შეუერთდა და ლა ლიგაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2025 წელს „ვილარეალმა“ ქართველ ფორვარდში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. პირველი რამდენიმე თვე არათანაბარი იყო: მიქაუტაძე გუნდს ეგუებოდა, მაგრამ საჯარიმოში აფეთქებები მის განსაკუთრებულ ნიჭზე მიანიშნებდა.

ზოგჯერ თანაგუნდელები მას საკმარისად ხშირად ვერ ამარაგებდნენ პასებით, მაგრამ მაღალ პრესინგზე მუშაობის უნარის და სწრაფი სტილის გამო „ვილიარეალს“ იდეალურად მოერგო. იგი მზადაა, ახალ სეზონში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას“, – წერს El Periódico Mediterráneo.