ესპანური გამოცემა - რუსეთის საუკეთესო ხუთ ახალგაზრდაში ორი ქართველია
ესპანური გამოცემა - რუსეთის საუკეთესო ხუთ ახალგაზრდაში ორი ქართველია
რუსეთის პრემიერლიგის ხუთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდის სიაში სამი ლეგიონერი მოხვდა და მათ შორის ორი ქართველია. საუკეთესო ხუთეული ესპანურმა გამოცემა „Fichajes.net“-მა შეადგინა.
 
ხუთეულში ყაზანის „რუბინის“ ქართველი ტალანტები, საქართველოს ნაკრების წევრები, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
„ზურიკო დავითაშვილი, ქართველი ნახევარმცველი შეტევის მარცხენა ფლანგის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია. „რუბინმა“ამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ფსონი იმიტომ დადო, რომ კარგი დრიბლინგითა და კარგი გადაცემებით გამოირჩევა. ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველია, რომელიც ყაზანის „რუბინის“ რიგებში გამოირჩევა, თუმცა ჯერჯერობით მას გუნდში ისეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც მის თანამემამულე დავითაშვილს. დღემდე ხვიჩამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის სტატუსი ვერ მოიპოვა“ – წერს ესპანური გამოცემა.