ესპანური გამოცემა - მამარდაშვილის ფასი მეტია, ვიდრე „ტრანსფერმარკტი“ ასახელებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილის ფასი მეტია, ვიდრე „ტრანსფერმარკტი“ ასახელებს #1TVSPORT

Deportevalenciano ეჭვქვეშ აყენებს გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებებს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით. ესპანური გამოცემა მაგალითად გიორგი მამარდაშვილის ამბავს ასახელებს – „ვალენსიას“ მეკარეში 20 მილიონს იხდიან, მას კი „ტრანსფერმარკტზე“ გამოქვეყნებულ გრაფაში მხოლოდ 10 მილიონი ევრო უწერია.

„არის მონაცემები, რომლებიც ყოველთვის ვითარების შესაფერისია. რა არის „ვალენსიას“ მოთამაშეთა ჯამური ფასი? – ვებ-პორტალტრანსფერმარკტის“ მიხედვით (რომელიც მოთამაშეთა შეფასებაში ყველაზე საინტერესო გვერდია), ნათქვამია, რომ „ვალენსიას“ ჯამური ფასი 203,2 მილიონი ევროა. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს – ასევე კლებაა გასულ წელთან შედარებით. მაგრამ ეს გვერდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ წმინდა წერილად, რადგან ასე არ არის“, – წერს deportevalenciano.

მამარდაშვილს რაც შეეხება, ესპანური გამოცემა კონკრეტულ მაგალითს ასახელებს, თუ რატომ უნდა იყოს ქართველი მეკარის გრაფაში უკეთესი ციფრები.

„ამ გვერდის მიერ გიორგი მამარდაშვილისთვის მითითებული ღირებულება 10 მილიონი ევროა. არ ვკამათობთ, ეს ამ პორტალის ექსპერტების შეფასებაა. მაგრამ ახლა, როდესაც ცნობილია, რომ „ტოტენჰემი“ სატრანსფერო „ბაზრის“ დახურვამდე ცდილობდა, რომ გადაებირებინა და მასთან კონტრაქტის გაფორმებაში 20 მილიონი ევრო გადაეხადა. კიდევ ერთი მაგალითი გვაქვს: იუნუს მუსას შეფასება 15 მილიონი ევროა, როდესაც ამ ზაფხულს რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „დორტმუნდმა“ გაცილებით მეტი შესთავაზა“, – ასეთია ესპანური გამოცემის პოზიცია.